logo
ENG



საქართველოს "რუსი" მძღოლი - დროება

12 ნოე 202320:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ იმ სახელმწიფო მანქანის მძღოლს გამოვცვლით, რომელმაც დანიშნულების ადგილამდე, ანუ ევროპამდე უნდა მიგვიყვანოს. სტატუსზე რეკომენდაცია მივიღეთ. თუმცა ივანიშვილის სათავეში დარჩენის შემთხვევაში, უკეთეს შემთხვევაში ამ კონდიციაში გავიჭედებით, უფრო სწორად კი ამ ადგილზეც ვერ დავრჩებით და ევროკავშირს უფრო დავშორდებით, უკვე სტატუსიანები დავგორდებით რუსეთისკენ, რომელზედაც ქართველმა ხალხმა უარი მკაფიოდ რამდენჯერმე განაცხადა. დროება ქართული გვარის რუს მძღოლზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მანქანას უკუსვლის სიჩქარით, "ზადნით" წარსულისკენ მიაქანებს. უყურეთ მათ, ვისაც უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატია - ანუ ევროპაში გინდათ, რატომ არის გარდაუვალი ამოცანა მესაჭის გამოცვლა და უკუსვლის ნაცვლად წინსვლა.


close დახურვა